4 საჭირო ნივთი, რომლის შეძენაც ზაფხულში დიდი ფასდაკლებით შეგიძლიათ

ზაფხული ახლოვდება და ყველა დასვენებაზე, ზღვასა და რუჯზე ფიქრს იწყებს. თუმცა არსებობს არაერთი პროდუქტი თუ შეთავაზება, რომელიც ერთი შეხედვთ არასეზონურია, მაგრამ გონიერი ადამიანები მაინც ზაფხულში იძენენ. რადგან ეს ფინანსური თვალსაზრისით მეტად მომგებიანია.

მაშ ასე, ჩვენ გირჩევთ, რა უნდა იყიდოთ ზაფხულში თუ გინდათ, რომ თქვენს ყოველწლიურ ხარჯებში მნიშვნელოვანი დანაზოგი გააკეთოთ.

  1. ელექტრონერგიის ან ბუნებრივი აირის გამათბობელი – ზაფხულში გამათბობელი არავის სჭირდება და პროდუქტის გაყიდვები მნიშვნელოვნად მცირდება. მაღაზიები არსებული მარაგის ამოწურვას ცდილობენ, რადგან ურჩევნიათ ადგილი, რომელსაც ის იკავებს, ზაფხულში აქტუალური პროდუქციით შეავსონ. შესაბამისად, დარჩენილ გამათბობებლებზე მნიშვნელოვან ფასდაკლებას სთავაზობენ მომხმარებელს.
  2. სათხილამურო აღჭურვილობა – სათხილამურო აღჭურვილობა უმეტესად სპეციალიზირებულ სპორტულ მაღაზიებში იყიდება. რადგან ზაფხულის პერიოდში მათი პროდუქცია ნაკლებად აქტუალურია, ცდილობენ მომხმარებლები განსაკუთრებული შეთავაზებებით მოიზიდონ.
  3. ზამთრის ტანსაცმელი – ტანსაცმლის მაღაზიები გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში ყოველთვის განსაკუთრებულად დიდ ფასდაკლებას აკეთებენ ზამთრის კოლექციაზე. ამ დროს, პირობითად, 300 ლარიანი ქურთუკი შეიძლება 70 ლარადაც კი შეიძინოთ. მაღაზიებს არ აქვთ იმხელა საწყობები, რომ ზამთრის კოლექცია მომდევნო ზამთრისთვის შეინახონ. მეორე მხრივ კი, მათი კოლექციები ყოველ სეზონზე ახლდება. ამიტომ არ არსებობს ლოგიკური მიზეზი იმისა, რომ პროდუქცია მომდევნო ზამთრამდე შეინახონ და ამიტომ არსებული მარაგის ამოწურვას მაქსიმალურად ცდილობენ.
  4. მსხვილი და წვრილი ტექნიკა – ზაფხული დასვენების სეზონია. შესაბამისად, ყველა ცდილობს, მაქსიმალურად ეკონომიურად იცხოვროს და ფული შვებულების სასიამოვნოდ გასატარებლად დაზოგოს. თუ მოსახლეობის ნაწილი უკვე ქალაქიდან არის გასული, მეორე ნაწილი ფულს აგროვებს და წასასვლელად ემზადება. თითქმის არავინ ფიქრობს ისეთი შენაძენის გაკეთებაზე, როგორიც ტექნიკაა, განსაკუთრებით, მსხვილი ტექნიკა. ამიტომ ტექნიკის მაღაზიების გაყიდვები მნიშვნელოვნად კლებულობს. ამ დილემის გადალახვას კი ისინი ფასდაკლებებით ცდილობენ.

ზაფხულში აქტუალური პროდუქცია კი, მაგალითად, საზაფხულო გარე ავეჯი ან კონდინციონერი უმჯობესია ზაფხულის მიწურულს იყიდოთ. გონივრული იქნება, თუ ერთი ზაფხულიც გაძლებთ ამ ფუფუნების გარეშე და სეზონის მიწურულს განსაკუთრებული ფასდაკლებით მოემზადებით მომდევნო სეზონისთვის.

ამ რჩევების გათვალისწინებით თქვენს წლიურ ბიუჯეტში ღირებული დანაზოგის გაკეთებას შეძლებთ, რაც სამომავლოდ იმ სურვილების ასასრულებად შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომლისთვისაც ერთი შეხედვით ფული არ გყოფნიდათ. თუ თქვენ აღნიშნულთაგან ერთ–ერთი ან სხვა ხელსაყრელი შეთავაზების შესახებ გაიგეთ, მაგრამ კონკრეტულ მომენტში საჭირო თანხა არ გაქვთ, უკან მაინც არ დაიხიოთ და ნურც ახლობლებს შეაწუხებთ ფულის თხოვნით. ამ შემთხვევაში ონლაინ სასესხო კომპანიის  eLoan.ge–ის მოკლევადიანი ან გრძელვადიანი სესხი შეგიძლიათ გამოიყენოთ. სესხის აღება დადებითი საკრედიტო ისტორიის მქონე 22-დან 60 წლამდე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. 500–დან 1 500 ლარამდე თანხის მიღება 3–დან 24 თვემდე ვადითაა შესაძლებელი. ასე რომ, კარგად გადახედეთ თქვენს ფინანსებს, მოსალოდნელ საზაფხულო ხარჯებს და გაიაზრეთ, რომ უმჯობესია დღეს თუნდაც eLoan.ge–იდან მიღებული თანხით ნახევარ ფასად იყიდოთ ის, რაშიც სხვა დროს ორმაგის გადახდა მოგიწევთ. თქვენ ყველა ვარიანტში მოგებული რჩებით.

 

⚠ გთხოვთ ზედმიწევნით გაანალიზოთ გიღირთ თუ არა სესხის აღება, რადგან სასესხო პროდუქტებს გააჩნიათ შემდეგი ძირითადი რისკები:

  • მაღალი საპროცენტო განაკვეთი
  • მაღალი ჯარიმები
  • სესხის ხანგრძლივობა

 

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 98%.

პირობების სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://eloan.ge/terms

 

eLoan  არ  არის  ლიცენზირებული  ბანკი  და  ბანკისგან  განსხვავებით მასზე  ვრცელდება  მსუბუქი  ზედამხედველობის  რეჟიმი. მისი  გაკოტრების  შემთხვევაში,  თქვენ  შესაძლოა  ვერ  დაიბრუნოთ  თქვენი  თანხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *