6 შეკითხვა თქვენი საკრედიტო ისტორიის შესახებ

საკრედიტო ისტორია მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენს ცხოვრებაში – იგი გავლენას ახდენს სესხის აღების შესაძლებლობებზე. იმისთვის, რომ შეძლოთ თქვენი საკრედიტო ინფორმაციის კონტროლი აუცილებელია პასუხი გქონდეთ შემდეგ 5 კითხვაზე:

1. ვინ ფიქსირდება საკრედიტო ისტორიაში?

თუ კი აღებული გაქვთ თუნდაც ერთ სესხი, ხართ თავდები, ან თანამსესხებელი, უსათუოდ გექნებათ საკრედიტო ისტორია. ის არის დოკუმენტი თქვენი საკრედიტო ქცევის შესახებ. საკრედიტო ქულა იძლევა ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობისა და გადაუხდელობის რისკის შეფასების საშუალებას. საკრედიტო ისტორიის ამონაწერში დეტალურად არის მოცემული ყველა ის საკრედიტო პროდუქტი და ორგანიზაცია, რომლითაც მომხმარებლებს უსარგებლიათ. ასევე, მითითებულია თითოეული სესხის ვალუტა და დაფარვის გრაფიკი.

2. ვინ ხვდება პოზიტიურ ჩანაწერში და ვინ ე.წ შავ სიაში (ნეგატიურ ჩანაწერში)?

არსებობს 2 სახის ჩანაწერი – პოზიტიური და ნეგატიური. ის მომხმარებელი, რომელსაც თავისი საკრედიტო ისტორიის მანძილზე არ ჰქონია ვადაგადაცილება, ხვდება პოზიტიურ ჩანაწერში. სხვა შემთხვევაში მისი მონაცემები ნეგატიურ ჩანაწერში გადადის.

3. კიდევ რის მიხედვით განისაზღვრება საკრედიტო ქულა?

ეს მახასიათებლებია: ბოლო 9 თვის განმავლობაში ძიების განმახორციელებელი კლიენტების რაოდენობა; დარიცხული ჯარიმები, ძიებები რამდენიმე კლიენტს შორის, ღია სესხების და საკრედიტო ბარათების რაოდენობა და სხვა.
ზემოქმედებს – ნებისმიერი მესამე პირის მიერ განხორციელებული ძიება;

4. რა შემთხვევაში მოწმდება საკრედიტო ისტორია?
თქვენი საკრედიტო ისტორია მოწმდება ყოველთვის, როდესაც რომელიმე საკრედიტო ორგანიზაციას სესხთან, საკრედიტო ბარათთანან რაიმე სხვა ტიპის საკრედიტო პროდუქტთან დაკავშირებით მიმართავთ. სესხის გაცემისა და პირობების შესახებ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, ორგანიზაციებს სჭირდებათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ მართავთ ვალდებულებებს.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, წინასწარ აირჩიოთ, რომელ საკრედიტო ინსტიტუტს მიმართავთ სესხისთვის, რათა თავიდან აიცილოთ ბევრი ორგანიზაციის მხრიდან თქვენს საკრედიტო პროფილზე ძიების განხორციელება.

5. სად შემიძლია ვნახო ჩემი საკრედიტო ისტორიის შესახებ?
საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაცია თავმოყრილია ორგანიზაცია „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში (www.creditinfo.com). მოხმარებლებს საშუალება აქვთ პირადობის მოწმობის საფუძველზე საკრედიტო ისტორიას წელიწადში ერთხელ უფასოდ გაეცნონ. ხოლო თუ მომხმარებელს სურვილი აქვს მუდმივი წვდომა ჰქონდეს ამ ინფორმაციაზე, მაშინ ეს მომსახურება ფასიანია.

6. როგორ შეიძლება საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესება?

საკრედიტო ქულა დაგეხმარებათ საკრედიტო მომსახურების მიღების გაუმჯობესებაში, რადგან, რაც უფრო მაღალია ქულა, მით მცირეა თქვენი მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობა.
ვადაგადაცილებული სესხის დაფარვიდან 5 წლის შემდეგ საკრედიტო ისტორიის ჩანაწერში კრედიტის შესახებ ინფორმაცია იშლება. რაც შეეხება იმ სესხების ჩანაწერს, რომელიც მომხმარებელმა გრაფიკის მიხედვით დაფარა, იშლება დაფარვიდან 7 წლის შემდეგ.

როგორ გავაუმჯობესოთ საკრედიტო პროფილი

• დროულად გადაიხადეთ სესხის შენატანები
• დროულად დახურეთ სესხები
• მიმართეთ ორგანიზაციას სესხისათვის, ან აიღეთ ახალი კრედიტი მხოლოდ მაშინ, როდესაც გესაჭიროებათ
• გაასწორეთ თქვენს საკრედიტო ისტორიაში გამოვლენილი ხარვეზები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, წინასწარ აირჩიოთ, რომელ საკრედიტო ინსტიტუტს მიმართავთ სესხისთვის, რათა თავიდან აიცილოთ ბევრი ორგანიზაციის მხრიდან თქვენს საკრედიტო პროფილზე ძიების განხორციელება.

eLoan 2013 წლიდან ემსახურება მომხმარებლებს და ეხმარება მათ როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში. eLoan-ში გვჯერა, რომ მომსახურება მაქსიმალურად #მარტივიდასაიმედო უნდა იყოს.

© Creditinfo
© საზოგადოება და ბანკები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *